Sunday, June 26, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტი - "ჩემი მდინარე და მსოფლიო ოკეანე"

    დასრულდა პროექტები სწავლების  ტრენინგი , რომელიც ძალიან ნაყოფიერი იყო. ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი  პროექტები.
 ამ ტრენინგმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა მოსწავლის როლზე, რომელსაც 21-ე საუკუნის უ|ჩ ჩამოუყალიბდება,დაეუფლება აგრეთვე სწავლისადმი პოზიტიური განწყობა და მაღალი სააზროვნო უნარები.დიფერინცირებული მიდგომა კი აუცილებელია,რადგან უზრუნველყობს ყველა მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. ამ მოდულის საშუალებით ვისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა., რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ შესაძლებლობები.როდესაც პრაქტიკაში გამოვიყენებ ,სავარაუდო ნაშრომების და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები დამეხმარება , მოსწავლეებს სწავლაში ექნებათ პროგრესი.
ვიუვერი,ელ. წიგნი,პროექტებით სწავლების შესახებ ,ჩემთვის როგორც პედაგოგისათვის გახდა ე.წ. სამაგიდო წიგნი,რადგან იგი არის საუკეთესო გზამკვლევი. დავგეგმავ და პრაქტიკაში განვახორციელებ პროექტებს,სადაც მთავარი როლი მოსწავლეზე  იქნება გათვლილი,ხოლო მასწავლებელი იქნება   ფასილიტატორი.
ტექნოლოგიებით გამდიდრებული  მრავალფეროვანი  საგაკვეთილო პროცესი კი საუკეთესო საშუალეებაა მასწავლებლის კარიერული წინსვლისათვის, რომლის ვალია აღზარდოს წარმატებული მომავალი თაობა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს,გაწეული ღვაწლისათვის.

No comments:

Post a Comment